ბილეთი №296 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით
დასაშვებია თუ არა იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც უახლოვდება სავალ ნაწილზე შესაბამისად აღნიშნულ ქვეითთა გადასასვლელს, ან რომელიც შეჩერდა უშუალოდ ამ გადასასვლელის წინ?
- ადასაშვებია თუ ქვეითთა გადასასვლელზე არ მოძრაობს ქვეითი, ამასთან მხოლოდ საკმარისად შემცირებული სიჩქარით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს დროული გაჩერება გადასასვლელზე ქვეითების აღმოჩენის შემთხვევაში✓ სწორი პასუხი
- ბქვეითთა გადასასვლელზე, აგრეთვე მათ წინ არანაკლებ 100 მეტრის მანძილზე გასწრება დაუშვებელია
- გდასაშვებია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, იმ გზაზე სადაც ნებადართული მაქსიმალური სიჩქარის ზღვარი 60 კმ/სთ-ზე მეტია
რატომ?
მანქანას, რომელიც ქვეითთა გადასასვლელს უახლოვდება ან მის წინ გაჩერდა, შეგიძლია გაუსწრო მხოლოდ საკმარისად შემცირებული სიჩქარით, რომ ქვეითის აღმოჩენისას დროულად გაჩერდე. თუ გადასასვლელზე ქვეითი მოძრაობს, გასწრება აკრძალულია.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებას შეუძლია იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც უახლოვდება ქვეითთა გადასასვლელს ან რომელიც შეჩერდა უშუალოდ ამ გადასასვლელის წინ, გაუსწროს მხოლოდ საკმარისად შემცირებული სიჩქარით, რათა უზრუნველყოს დროული გაჩერება გადასასვლელზე ქვეითის აღმოჩენის შემთხვევაში. აკრძალულია ქვეითთა გადასასვლელზე გასწრება, თუ მასზე ქვეითი მოძრაობს.