ავტოსკოლა

ბილეთი №298 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით

ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობა?

ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობა?
  1. აეკრძალება
  2. ბარ ეკრძალება✓ სწორი პასუხი

რატომ?

ნიშანი „გასწრება აკრძალულია“ ყველა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასწრებას კრძალავს, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნელა მოძრავისა. უეტლო მოტოციკლს, მოპედსა და ველოსიპედს კი შემხვედრ ზოლზე გაუსვლელად შეგიძლია გაუსწრო. აქ სწორედ გამონაკლისის შემთხვევაა, ამიტომ მსუბუქის მძღოლს აკრძალვა არ ეხება.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია გასწრების ამკრძალავი ნიშნით ან მონიშვნით განსაზღვრულ ადგილზე. ამავე კანონის პირველი დანართის 3.20 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.20 „გასწრება აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან-სპორ¬ტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად.

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით