ბილეთი №323 · გაჩერება დგომა
აქვს თუ არა უფლება ყვითელი ავტობუსის მძღოლს, გაჩერდეს ისრით მითითებულ ადგილას მგზავრთა ჩასხდომის მიზნით?

- ააქვს უფლება
- ბარ აქვს უფლება✓ სწორი პასუხი
რატომ?
გაჩერება აკრძალულია ნებისმიერ ადგილზე, სადაც საფრთხე შეიძლება შეიქმნას, მაგალითად ესტაკადაზე, ხიდსა და გზაგამტარზე, თუ იქ ორზე მეტი თანმხვედრი ზოლი არ არის. ამიტომ ყვითელ ავტობუსს ამ ადგილას მგზავრების ასაყვანად გაჩერება არ შეუძლია.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, ესტაკადაზე, ხიდსა და გზაგამტარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია.