ბილეთი №322 · გაჩერება დგომა
აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გაჩერდეს ისრით მითითებულ ადგილას მგზავრთა ჩასხდომის მიზნით?

- ააქვს უფლება
- ბარ აქვს უფლება✓ სწორი პასუხი
რატომ?
იქ, სადაც გაჩერებულ მანქანას საფრთხის შექმნა შეუძლია, გაჩერება აკრძალულია — მათ შორის ხიდზე, ესტაკადაზე და გზაგამტარზე. გამონაკლისია, როცა იქ ერთი მიმართულებით ორზე მეტი მოძრაობის ზოლია. მგზავრის ჩასხდომაც გაჩერებაა, ამიტომ აკრძალვა მასაც ეხება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, ესტაკადაზე, ხიდსა და გზაგამტარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია.