ბილეთი №411 · სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
მძღოლის მიერ მანევრის შესრულების განზრახვის თაობაზე, შესაბამისი მოხვევის შუქ-მაჩვენებლებით სიგნალი უნდა მიეცეს:
- ამანევრის დაწყებისას და შეწყდეს მანევრის დასრულებამდე
- ბდროულად, მანევრის დაწყების წინ და შეწყდეს დაუყოვნებლივ მისი დასრულებისთანავე✓ სწორი პასუხი
რატომ?
მოხვევის სიგნალი მანევრის დაწყებამდე დროულად უნდა ჩართო, რომ სხვებს რეაგირების დრო ჰქონდეთ; დაწყებისას ჩართვა გვიანია. მანევრის დასრულებისთანავე კი გამორთე: ჩართული დარჩენილი სიგნალი სხვა მძღოლებს შეცდომაში შეიყვანს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მიცემული უნდა იქნეს დროულად, მანევრის დაწყების წინ და უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, მისი დასრულებისთანავე (სიგნალის ხელით მიცემა შეიძლება შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ). ამასთანავე, სიგნალმა არ უნდა შეაცდინოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები.