ბილეთი №412 · რკინიგზის გადასასვლელი
მოცემულ სიტუაციაში, მძღოლს:

- აუფლება აქვს, სიფრთხილის ზომების დაცვით, თვითონ გახსნას შლაგბაუმი და გააგრძელოს მოძრაობა
- ბუფლება აქვს, შემოუაროს შლაგბაუმს და გააგრძელოს მოძრაობა
- გაქვს ვალდებულება გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან✓ სწორი პასუხი
- დამ ბილეთში ჩამოთვლილი არც ერთი პასუხი სწორი არ არის
რატომ?
მიუხედავად სიგნალებისა, არავინ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, რომლის შლაგბაუმი დაკეტილია, იკეტება ან იწევა. როცა გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია, ჩერდები „სდექ“ ხაზთან. ამიტომ ამ სიტუაციაში „სდექ“ ხაზთან გაჩერება ვალდებულებაა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიუხედავად მაშუქი და ხმოვანი სიგნალების მითითებისა, არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, რომლის შლაგბაუმი ან ნახევარშლაგბაუმი დაკეტილია, იკეტება ან იწევა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძა¬ლუ¬ლია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.4 საგზაო ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას – შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. თუ არ არის არც შლაგბაუმი და არც ნახევარშლაგბაუმი, მძღოლი უნდა გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.