ბილეთი №421 · რკინიგზის გადასასვლელი
მატარებელი ამთავრებს რკინიგზის გადასასვლელის გავლას. ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:

- ადაუყოვნებლივ, მატარებლის გავლის შემდეგ
- ბმატარებლის გავლისა და შუქნიშანზე მოციმციმე ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის შემდეგ✓ სწორი პასუხი
რატომ?
მატარებლის გავლა მოძრაობის უფლებას ჯერ არ გაძლევს: სანამ შუქნიშანზე მოციმციმე წითელი ანთია, გადასასვლელზე შესვლა აკრძალულია. გაგრძელება შეგიძლია მხოლოდ მაშინ, როცა მოციმციმე ყვითელი აინთება, ისიც განსაკუთრებული სიფრთხილით.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა. ამავე კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად რკინიგზის გადასასვლელზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელთან, გემის ან ბორნის მისადგომთან, გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელთან და იმ ადგილას, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია, გამოიყენება ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალი, რომელთაგან წითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს „სდექ“ ხაზის გადაკვეთას, მისი არარსებობის შემთხვევაში კი − შუქნიშნის იქით გადასვლას, ხოლო ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებული არიან, დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე.