ავტოსკოლა

ბილეთი №431 · რკინიგზის გადასასვლელი

მოცემულ სიტუაციაში, შუქნიშნის მოციმციმე ყვითელ მაშუქ სიგნალზე:

მოცემულ სიტუაციაში, შუქნიშნის მოციმციმე ყვითელ მაშუქ სიგნალზე:
  1. ამძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან და დაელოდოს სიგნალის შეცვლას
  2. ბმძღოლი ვალდებულია გაჩერდეს უახლოესი რელსიდან არანაკლებ 10 მეტრის მანძილზე
  3. გმძღოლს უფლება აქვს გააგრძელონ მოძრაობა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით✓ სწორი პასუხი
  4. დმძღოლი ვალდებულია გაჩერდეს შუქნიშანთან

რატომ?

გადასასვლელის შუქნიშანზე მოციმციმე წითელი „სდექ“ ხაზის გადაკვეთას კრძალავს, მოციმციმე ყვითელი კი გავლის უფლებას გაძლევს. ამიტომ გაჩერება აუცილებელი არ არის, მაგრამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინო.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად რკინიგზის გადასასვლელზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელთან, გემის ან ბორნის მისადგომთან, გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელთან და იმ ადგილას, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია, გამოიყენება ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალი, რომელთაგან წითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს „სდექ“ ხაზის გადაკვეთას, მისი არარსებობის შემთხვევაში კი − შუქნიშნის იქით გადასვლას, ხოლო ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებული არიან, დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: რკინიგზის გადასასვლელი