ავტოსკოლა

ბილეთი №424 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით

გზაზე, რომელზეც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის სულ მცირე ორი ზოლია, აქვს თუ არა უფლება მძღოლს დარჩეს პირველი გასწრების დროს დაკავებულ მოძრაობის ზოლზე, თუ ადრე დაკავებულ ზოლზე დაბრუნებისთანავე ან მოკლე დროში მოუწევს ახალი გასწრების დაწყება?

  1. აარა აქვს უფლება
  2. ბუფლება აქვს, თუ წინასწარ დარწმუნდება, რომ ეს არ შეუქმნის დაბრკოლებას მის უკან მეტი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს✓ სწორი პასუხი

რატომ?

თუ გასწრების შემდეგ მალევე ახალი გასწრება გიწევს, შეგიძლია გასწრებისას დაკავებულ ზოლზე დარჩე და ძველ ზოლზე აღარ დაბრუნდე. ოღონდ ჯერ დარწმუნდი, რომ უკან მეტი სიჩქარით მომავალ მძღოლს დაბრკოლებას არ შეუქმნი.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ გზაზე, რომელზედაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის სულ მცირე ორი ზოლია, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც გასწრების დამთავრების შემდეგ ამ კანონის მე-31 მუხლის მე-10-მე-12 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა შესასრულებლად ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლზე დაბრუნებისთანავე ან დაბრუნებიდან მოკლე დროში მოუწევს ახალი გასწრების დაწყება, ამ მანევრის შესასრულებლად შეუძლია დარჩეს პირველი გასწრების დროს დაკავებულ მოძრაობის ზოლზე, თუ წინასწარ დარწმუნდება, რომ ეს არ შეუქმნის დაბრკოლებას მის უკან მეტი სიჩქარით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით