ავტოსკოლა

ბილეთი №426 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით

გარდა გზიდან მარცხენა მხრიდან გასვლის შემთხვევისა, მძღოლი, რომელიც დარწმუნდება, რომ მის უკან მომავალი მძღოლი აპირებს გასწრებას ვალდებულია:

  1. ამიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდეს და გაზარდოს სიჩქარე
  2. ბდაიკავოს თანმხვედრი მიმართულების უკიდურესი მარცხენა მხარე და შეამციროს სიჩქარე
  3. გშეძლებისდაგვარად მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდეს და არ გაზარდოს სიჩქარე✓ სწორი პასუხი

რატომ?

როცა დარწმუნდები, რომ უკან მომავალი გასწრებას აპირებს, გასწრებას უადვილებ: შეძლებისდაგვარად უახლოვდები სავალი ნაწილის მარჯვენა კიდეს და სიჩქარეს არ ზრდი. სიჩქარის მომატება გასწრებას გაართულებდა და უფრო სახიფათოს გახდიდა.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, მძღოლი, რომელიც დარწმუნდება, რომ მის უკან მომავალი მძღოლი აპირებს გასწრებას, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა, შეძლებისდაგვარად უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდეს და არ გაზარდოს სიჩქარე. ხოლო ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვბეპუნქტის თანახმად, სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე).

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით