ავტოსკოლა

ბილეთი №427 · მარეგულირებლის სიგნალები

მოცემულ სიტუაციაში, ავტომობილის მძღოლი ვალდებულია:

მოცემულ სიტუაციაში, ავტომობილის მძღოლი ვალდებულია:
  1. აგააგრძელოს მოძრაობა
  2. ბგაჩერდეს უახლოეს რელსამდე, არანაკლებ 10 მეტრის მანძილზე
  3. გგაჩერდეს „სდექ“ ხაზთან✓ სწორი პასუხი
  4. დგაჩერდეს შუქნიშანთან

რატომ?

მარეგულირებლის ამკრძალავი სიგნალი გადასასვლელზე ასეთია: ის შენკენ მკერდით ან ზურგით დგას და თავს ზემოთ კვერთხი ან ალამი აქვს აწეული, ან ხელები განზე აქვს გაწეული. ასეთ დროს ჩერდები „სდექ“ ხაზთან. რელსიდან 10 მ მხოლოდ მაშინ გჭირდება, როცა ხაზი, ნიშანი, შუქნიშანი და შლაგბაუმი არ არის.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის მიცემისას მარეგულირებელი დგას მძღოლის მიმართ მკერდით ან ზურგშექცევით, თავის ზემოთ აწეუ¬ლი კვერთხით, წითელი ფარნით ან ალმით ან განზე გაწეული ხელებით. ამავე მუხლის პირველი პუნქტის “გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძა¬ლუ¬ლია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.4 საგზაო ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას – შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. თუ არ არის არც შლაგბაუმი და არც ნახევარშლაგბაუმი, მძღოლი უნდა გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.

ნიშნები ამ ბილეთში

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მარეგულირებლის სიგნალები