ავტოსკოლა

ბილეთი №458 · მოძრაობა ავტომაგისტრალზე

სატვირთო ავტომობილის მძღოლი ასრულებს საგზაო-სარემონტო სამუშაოებს. რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

სატვირთო ავტომობილის მძღოლი ასრულებს საგზაო-სარემონტო სამუშაოებს. რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის…
  1. ამხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს
  2. ბმხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
  3. გორივე ავტომობილის მძღოლს
  4. დარცერთი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი

რატომ?

მძღოლს, რომელიც გზაზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებს და ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სიგნალი აქვს ჩართული, უსაფრთხოების დაცვით შეუძლია ავტომაგისტრალის აკრძალვებს გადაუხვიოს. ეს სიგნალი უპირატესობას არ იძლევა. მსუბუქისთვის ეს მიმართულება ისედაც დასაშვებია, ამიტომ არცერთს არ ეკრძალება.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი ფერის მოელვარე სპეციალური შუქური სიგნალი და რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს, ან საინკასაციო სატრანსპორტო საშუალებით გადა აქვს ძვირფასეულობა ან ფასიანი ქაღალდები, ან გადააქვს სახიფათო ტვირთი, ან გადაადგილდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5–მე-10, მე-15, მე-16 და 38-ე მუხლის პირველი პუნქტების მოთხოვნებს თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური შუქური სიგნალი არ იძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება ყურადღების მისაპყრობად მოსალოდნელი საშიშროების თავიდან ასაცილებლად.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა ავტომაგისტრალზე