ბილეთი №514 · მოძრაობა ავტომაგისტრალზე
მოცემულ სიტუაციაში, რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს ავტომაგისტრალზე მოძრაობის წესებს?

- ამხოლოდ ავტობუსის მძღოლი
- ბმხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
- გმხოლოდ მოპედის მძღოლი
- დმხოლოდ სატვირთო ავტომობილისა და მოპედის მძღოლები✓ სწორი პასუხი
რატომ?
ავტომაგისტრალზე მოპედის მოძრაობა აკრძალულია. სატვირთო ავტომობილი, რომლის ნებადართული მასა 3,5 ტონაზე მეტია, მეორე ზოლის იქით ვერ მოძრაობს. ამ სიტუაციაში წესს სატვირთოც არღვევს და მოპედიც.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელესა და გამოსასვლელზე: ა) აკრძალულია ქვეითების, ცხოველების, ველოსიპედების, მოპედების, ავტომობილებისა და მათი მისაბმელებისგან განსხვავებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა; გ.გ) მძღოლს ეკრძალება მეორე ზოლის იქით იმ ტვირთის გადამზიდავი ავტომობილით (მისაბმელებით ან მათ გარეშე) მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება ან იმ მისაბმელიანი ავტომობილებით მოძრაობა, რომელთა საერთო სიგრძე 7 მეტრზე მეტია. ამავე კანონის მე-5 მუხლის 71-ე პუნქტის თანახმად, სატვირთო ავტომობილი არის ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს.