ბილეთი №463 · გაჩერება დგომა
აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე სახიფათო მოსახვევისა და გზის გრძივი პროფილის ამობურცული გადატეხვის ახლოს, სადაც გზის ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით:
- ა100 მეტრზე ნაკლებია✓ სწორი პასუხი
- ბ100 მეტრზე მეტია, მაგრამ 150 მეტრზე ნაკლებია
რატომ?
გაჩერება აკრძალულია სახიფათო მოსახვევისა და გზის გრძივი პროფილის ამობურცული გადატეხვის ახლოს, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მ-ზე ნაკლებია. ასეთ ადგილას მდგარ მანქანას მომავალი მძღოლი გვიან შეამჩნევს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე სახიფათო მოსახვევისა და გზის გრძივი პროფილის ამობურცული გადატეხვის ახლოს, სადაც გზის ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია.