ბილეთი №478 · გაჩერება დგომა
რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით?

- ამხოლოდ სატვირთო ავტომობილი
- ბმხოლოდ მსუბუქი ავტომობილი
- გორივე ავტომობილი✓ სწორი პასუხი
- დარცერთი ავტომობილი
რატომ?
„დგომა აკრძალულია“ ნიშანი მოქმედებს გზის იმ მხარეს, სადაც დგას, ნიშნიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის გარეშე კი — დასახლებული პუნქტის ბოლომდე. მიმდებარე ტერიტორიის გამოსასვლელთან ის არ წყდება, თუ მის წინ ცალკე ნიშანი არ დგას. ორივე მანქანა ნიშნის ზონაშია, ამიტომ ორივე წესს არღვევს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების დგომა, დგომის ამკრძალავი საგზაო ნიშნის ან/და საგზაო მონიშვნის მოქმედების ზონაში. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშანები) 3.28 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.28 „დგომა აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას. ამავე თავის შენიშვნის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად: ე) 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე¬ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი; ი) 3.10, 3.27–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც ისინია დადგმული.