ბილეთი №482 · გაჩერება დგომა
აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ მონიშნულ გაჩერებაზე მყოფ ტრამვაიში მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომა არ წარმოებს?

- ააქვს უფლება✓ სწორი პასუხი
- ბარ აქვს უფლება
რატომ?
მონიშნულ გაჩერებაზე მდგარ ტრამვაის გვერდს უვლი სიჩქარის შემცირებით, გაჩერება კი მხოლოდ მაშინ გჭირდება, როცა ეს მგზავრების უსაფრთხო ჩასხდომა-გადმოსხდომისთვისაა საჭირო. თუ ტრამვაიში არავინ სხდება და არავინ გადმოდის, გაგრძელების უფლება გაქვს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფი სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებს, უნდა შეამციროს სიჩქარე და, აუცილებლობის შემთხვევაში, გაჩერდეს, რათა უზრუნველყოს მგზავრების საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხო ჩასხდომის ან იქიდან გადმოსხდომის შესაძლებლობა.