ავტოსკოლა

ბილეთი №467 · შუქნიშნის სიგნალები

რა მიმართულებით შეუძლია მოძრაობა ტრამვაის მძღოლს შუქნიშნების ამ სიგნალებზე?

რა მიმართულებით შეუძლია მოძრაობა ტრამვაის მძღოლს შუქნიშნების ამ სიგნალებზე?
  1. ამხოლოდ პირდაპირ
  2. ბმხოლოდ მარჯვნივ ან მარცხნივ
  3. გმხოლოდ პირდაპირ ან მარჯვნივ
  4. დმოძრაობის გაგრძელების უფლება არა აქვს✓ სწორი პასუხი

რატომ?

ტრამვაისთვის „T“-ს ფორმის სიგნალებზე მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ქვედა და ერთი ან რამდენიმე ზედა სიგნალია ჩართული. თუ მხოლოდ სამი ზედა სიგნალია ჩართული, მოძრაობა აკრძალულია. ამ სიტუაციაში ტრამვაის გაგრძელების უფლება არ აქვს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს „T“-სებურად განლაგებული მოყვითალო ოთხი მრგვალი მაშუქი სიგნალი. მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი ან რამდენიმე ზედა მაშუქი სიგნალი, რომელთაგან მარცხენა მარცხნივ მოძრაობის უფლებას იძლევა, საშუალო – პირდაპირ, მარჯვენა კი − მარჯვნივ. თუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა მაშუქი სიგნალი, მოძრაობა აკრძალულია.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: შუქნიშნის სიგნალები