ავტოსკოლა

ბილეთი №477 · შუქნიშნის სიგნალები

რომელი ტრამვაის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

რომელი ტრამვაის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით…
  1. ამხოლოდ პირველი ტრამვაის მძღოლის მიმართ
  2. ბმხოლოდ მეორე ტრამვაის მძღოლის მიმართ
  3. გორივე ტრამვაის მძღოლის მიმართ✓ სწორი პასუხი
  4. დარცერთი ტრამვაის მძღოლის მიმართ

რატომ?

თუ გზაჯვარედინზე უკვე შესული ხარ, გასასვლელზე ამკრძალავი სიგნალის მიუხედავად შეგიძლია გააგრძელო გავლა, ოღონდ ხელი არ უნდა შეუშალო მათ, ვისთვისაც მოძრაობა გახსნილია. ორივე ტრამვაი ასეთია, ამიტომ მსუბუქმა ორივეს უნდა დაუთმოს გზა.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარე¬დინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა იმ მიმართულებით მოძრაობას, რომელზედაც მოძრაობა გახსნილია. თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზებია (ან/და 7.16 საგზაო ნიშნებია), მძღოლმა უნდა იხელმძღვა¬ნელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით.

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: შუქნიშნის სიგნალები