ავტოსკოლა

ბილეთი №605 · მაფრთხილებელი ნიშნები

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი იდგმება განმეორებით დაუსახლებელ პუნქტში?

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი იდგმება განმეორებით დაუსახლებელ პუნქტში?
  1. ამხოლოდ I და II
  2. ბმხოლოდ II და III✓ სწორი პასუხი
  3. გყველა
  4. დმხოლოდ II და IV

რატომ?

დაუსახლებელ პუნქტში განმეორებით იდგმება შემდეგი ნიშნები: რკინიგზის შლაგბაუმიანი და უშლაგბაუმო გადასასვლელი, გასახსნელი ხიდი, სანაპიროზე გასასვლელი, ქვეითთა გადასასვლელი, „ბავშვები“ და „საგზაო სამუშაოები“. დანარჩენი გამაფრთხილებელი ნიშნები განმეორებით არ იდგმება.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად 1.1, 1.2, 1.10, 1.11, 1.23, 1.24 და 1.26 ნიშნები მეორდება დაუსახლებელ პუნქტში, ხოლო 1.24 „ბავშვები“ და 1.26 „საგზაო სამუშაოები“ ნიშნები − დასახლებულ პუნქტშიც. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე.

უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით

ნიშნები ამ ბილეთში

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მაფრთხილებელი ნიშნები