ბილეთი №604 · მაფრთხილებელი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი იდგმება განმეორებით დაუსახლებელ პუნქტში?

- აარცერთი✓ სწორი პასუხი
- ბმხოლოდ I და III
- გყველა
- დმხოლოდ II და IV
რატომ?
დაუსახლებელ პუნქტში განმეორებით იდგმება „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი“, „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი“, „გასახსნელი ხიდი“, „სანაპიროზე გასასვლელი“, „ქვეითთა გადასასვლელი“, „ბავშვები“ და „საგზაო სამუშაოები“. ამ სიტუაციაში ნაჩვენები ნიშნებიდან არცერთი არ ეკუთვნის ამ ჩამონათვალს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად 1.1, 1.2, 1.10, 1.11, 1.23, 1.24 და 1.26 ნიშნები მეორდება დაუსახლებელ პუნქტში, ხოლო 1.24 და 1.26 ნიშნები − დასახლებულ პუნქტშიც. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით