ბილეთი №526 · ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა
ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის ან გვერდულას არარსებობისას, გზის სავალ ნაწილზე გართულებული მოძრაობის შემთხვევაში, თუ არ შეფერხებს ქვეითთა მოძრაობას, ტროტუარზე გადაადგილების უფლება აქვს:
- აველოსიპედის მძღოლს✓ სწორი პასუხი
- ბმოპედის მძღოლს
- გამ ბილეთში ჩამოთვლილი ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
- დამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
რატომ?
თუ ველოსიპედის ზოლი, ველობილიკი და გვერდულა არ არის და სავალ ნაწილზე მოძრაობა გართულებულია, ველოსიპედით ტროტუარზე გადაადგილება შეიძლება, ოღონდ ქვეითები არ უნდა შეაფერხო. მოპედით ტროტუარზე მოძრაობა კი ყოველთვის აკრძალულია.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის ან გვერდულას არარსებობისას, ამასთანავე, თუ გზის სავალ ნაწილზე გართულებულია მოძრაობა, დასაშვებია ველოსიპედით ტროტუარზე გადაადგილება იმ პირობით, რომ არ შეფერხდება ქვეითთა მოძრაობა. აკრძალულია მოპედით ტროტუარზე მოძრაობა.