ბილეთი №541 · ბუქსირება
არღვევს თუ არა ისრის მიმართულებით მოძრავი მობუქსირე ავტომობილის მძღოლი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისათვის დადგენილ მოთხოვნებს?

- აარღვევს✓ სწორი პასუხი
- ბარ არღვევს
რატომ?
ბუქსირებისას ერთ მანქანას მხოლოდ ერთი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება უნდა მიაბან: ორი ან მეტის ბუქსირება აკრძალულია. აკრძალულია ისეთი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებაც, რომელსაც ორი ან მეტი მისაბმელი აქვს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ბუქსირება, ორი ან მეტი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც ორი ან მეტი მისაბმელი აქვს.