ბილეთი №546 · ბუქსირება
რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ტრაქტორი მოძრაობს 50კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სატვირთო ავტომობილი ახორციელებს გასწრებას?

- ამხოლოდ ტრაქტორის მძღოლი
- ბმხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
- გროგორც ტრაქტორის, ასევე სატვირთო ავტომობილის მძღოლი✓ სწორი პასუხი
რატომ?
ტრაქტორისთვის ყველა გზაზე ზღვარი 40 კმ/სთ-ია, ამიტომ 50 კმ/სთ უკვე დარღვევაა. სატვირთო სხვა მანქანას ბუქსირებს, ბუქსირებისას კი ზღვარი 50 კმ/სთ-ია — 50-ით მიმავალ ტრაქტორს ამ სიჩქარით ვერ გაუსწრებ. ორივე მძღოლი წესს არღვევს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია: ა) „T“ და „S“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარით; დ) იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით.