ავტოსკოლა

ბილეთი №542 · ბუქსირება

არღვევს თუ არა ისრის მიმართულებით მოძრავი მობუქსირე ავტომობილის მძღოლი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისათვის დადგენილ მოთხოვნებს?

არღვევს თუ არა ისრის მიმართულებით მოძრავი მობუქსირე ავტომობილის მძღოლი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების…
  1. აარღვევს✓ სწორი პასუხი
  2. ბარ არღვევს

რატომ?

ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას საბუქსირო ავტობუსით, ტროლეიბუსით ან სატვირთოს ძარით მგზავრის გადაყვანა აკრძალულია. ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას კი საბუქსირო მანქანაში ან ძარაზე ადამიანის ყოფნა აკრძალულია. ამ სიტუაციაში მძღოლი ამ წესს არღვევს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას აკრძალულია მგზავრის გადაყვანა საბუქსირო ავტობუსით, ტროლეიბუსითა და სატვირთო ავტომობილის ძარათი, ხოლო ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას – ადამიანის ყოფნა საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაში, აგრეთვე მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ძარაზე.

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ბუქსირება