ავტოსკოლა

ბილეთი №590 · ბუქსირება

მოცემულ სიტუაციაში, რამდენ საგზაო მოძრაობის წესს არღვევს ისრის მიმართულებით მოძრავი მობუქსირე სატვირთო ავტომობილის მძღოლი, თუ იგი მოძრაობს 60 კმ/სთ სიჩქარით?

მოცემულ სიტუაციაში, რამდენ საგზაო მოძრაობის წესს არღვევს ისრის მიმართულებით მოძრავი მობუქსირე სატვირთო ავტომობილის…
  1. აარც ერთს
  2. ბერთს
  3. გორს✓ სწორი პასუხი
  4. დსამს

რატომ?

მობუქსირე ავტომობილი არაუმეტეს 50 კმ/სთ-ით უნდა მოძრაობდეს, 60 კმ/სთ კი ამ ზღვარს სცდება. მეორე დარღვევაა ერთი ალამი: დრეკად შემაერთებელ რგოლზე არანაკლებ ორი უნდა მაგრდებოდეს. ამიტომ სულ ორი დარღვევაა.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის მანძილი მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას უნდა იყოს 4−6 მეტრი, ხოლო ხისტი გადაბმით ბუქსირებისას – არაუმეტეს 4 მეტრისა. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად გამოიყენება ალმები, გამაფრთხილებელი მოწყობილობა ან 200X200 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით. დრეკად შემაერთებელ რგოლზე მაგრდება არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი). აქ დარღვევაა: სიჩქარე და საბუქსირო მოწყობილობაზე ერთი ალამი

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ბუქსირება