ბილეთი №570 · ბუქსირება
სულ მცირე, რამდენი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი) უნდა დამაგრდეს დრეკად შემაერთებელ რგოლზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას?
- აორი✓ სწორი პასუხი
- ბსამი
- გოთხი
რატომ?
მოქნილი შემაერთებელი, მაგალითად ბაგირი, თხელია და ძნელად შესამჩნევია. ამიტომ დრეკად შემაერთებელ რგოლზე არანაკლებ ორი ალამი მაგრდება, რომ სხვა მძღოლებმა ის დროულად დაინახონ.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად გამოიყენება ალმები, გამაფრთხილებელი მოწყობილობა ან 200X200 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით. დრეკად შემაერთებელ რგოლზე მაგრდება არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი).