ბილეთი №573 · გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
აკრძალული არ არის მგზავრთა გადაყვანა:
- ატრაქტორის და სხვა თვითმავალი მანქანების სალონის, ან კაბინის გარეთ
- ბსატვირთო ავტომობილის მისაბმელით, აგრეთვე მისაბმელ-აგარაკით
- გსატვირთო მოტოციკლის ძარით
- დმობუქსირე ავტობუსით✓ სწორი პასუხი
რატომ?
აკრძალულია მგზავრების გადაყვანა ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის სალონის ან კაბინის გარეთ, სატვირთოს მისაბმელსა და მისაბმელ-აგარაკში, სატვირთო მოტოციკლის ძარაზე. მობუქსირე ავტობუსი აკრძალვათა სიაში არ შედის, ამიტომ მისით გადაყვანა ამ წესით არ იკრძალება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია მგზავრთა გადაყვანა ავტომობილის (ფურგონძარიანი ან ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრთა გადაყვანის შემთხვევის გარდა), ტრაქტორის, სხვა თვითმავალი მანქანის სალონის ან კაბინის გარეთ, სატვირთო ავტომობილის მისაბმელით, მისაბმელ-აგარაკით, სატვირთო მოტოციკლის ძარათი და მოტოციკლის კონსტრუქციით გათვალისწი¬ნებული დასასხდომი ადგილების გარეთ.