ავტოსკოლა

ბილეთი №572 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

მგზავრთა გადასაყვანი ბორტის პლატფორმიანი სატვირთო ავტომობილი უნდა აღიჭურვოს:

  1. აიატაკიდან 0,2–0,3 მეტრის სიმაღლეზე და ბორტის ზედა ნაპირიდან არანაკლებ 0,5 მეტრზე დამაგრებული დასაჯდომებით, ამასთან უკანა ან გვერდითი ბორტების გასწვრივ განლაგებულ დასაჯდომებს უნდა ჰქონდეთ მყარი საზურგეები
  2. ბიატაკიდან 0,3–0,5 მეტრის სიმაღლეზე და ბორტის ზედა ნაპირიდან არანაკლებ 0,3 მეტრზე დამაგრებული დასაჯდომებით, ამასთან უკანა ან გვერდითი ბორტების გასწვრივ განლაგებულ დასაჯდომებს უნდა ჰქონდეთ მყარი საზურგეები✓ სწორი პასუხი

რატომ?

მგზავრთა გადასაყვანი ბორტის პლატფორმიანი სატვირთო იატაკიდან 0,3–0,5 მ სიმაღლეზე და ბორტის ზედა ნაპირიდან არანაკლებ 0,3 მ-ზე დაყენებული დასაჯდომებით უნდა იყოს აღჭურვილი. უკანა ან გვერდითი ბორტების გასწვრივ დასაჯდომებს მყარი საზურგეები უნდა ჰქონდეს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მგზავრთა გადასაყვანი ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს იატაკიდან 0,3–0,5 მეტრ სიმაღლეზე და ბორტის ზედა ნაპირიდან არანაკლებ 0,3 მეტრზე განლაგებული დასასხდომი ადგილებით, ხოლო ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას ბორტების სიმაღლე იატაკიდან 0,8 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. უკანა ან გვერდითი ბორტების გასწვრივ განლაგებულ დასასხდომ ადგილებს მყარი საზურგეები უნდა ჰქონდეს.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი