ავტოსკოლა

ბილეთი №586 · გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი

ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით - „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი”, თუ ის გვერდიდან, საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან გადმოშვერილია:

  1. აარანაკლებ 2 მეტრით
  2. ბარანაკლებ 1,5 მეტრით
  3. გ0,4 მეტრზე მეტად✓ სწორი პასუხი

რატომ?

გვერდზე გადმოშვერილ ტვირთს გვერდით მიმავალი მანქანა ადვილად წააწყდება, ამიტომ ზღვარიც მცირეა: საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მ-ზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი აღინიშნება ნიშნით „არაგაბარიტული ტვირთი“. წინ და უკან ზღვარი 1 მ-ია.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტის გარეთ წინ ან/და უკან 1 მეტრზე მეტად ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, წინ – თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით, უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი