ბილეთი №816 · გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
რა შემთხვევაშია ვალდებული მძღოლი, გზა დაუთმოს გამყოლ ძაღლთან ერთად მოძრავ უსინათლო ქვეითს?
- ავალდებულია ყველა შემთხვევაში✓ სწორი პასუხი
- ბვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსინათლო ქვეითი მოძრაობს რეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე
- გვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსინათლო ქვეითი მოძრაობს არარეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე
რატომ?
გამყოლი ძაღლი უსინათლოს გზის გადაკვეთაში ეხმარება, მაგრამ ტრანსპორტს ის მაინც ვერ ხედავს. ამიტომ გამყოლ ძაღლთან ერთად მოძრავ უსინათლოს გზა ყველა შემთხვევაში უნდა დაუთმო, გადასასვლელი რეგულირებულია თუ არა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საგზაო მოძრაობის ისეთი მონაწილეების მიმართ, როგორებიც არიან ქვეითები (განსაკუთრებით ბავშვები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და ველოსიპედისტები. მძღოლი ვალდებულია ყველა შემთხვევაში გზა დაუთმოს თეთრი ხელჯოხით ან გამყოლ-ძაღლთან ერთად მოძრავ უსინათლო ქვეითს.