ავტოსკოლა

ბილეთი №814 · გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი

გზაზე გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზეც დამაგრებულია საცნობი ნიშანი -„ბავშვების გადაყვანა“, მძღოლი ვალდებულია:

  1. ამისცეს ხმოვანი სიგნალი და გაიაროს შეუჩერებლივ
  2. ბგააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და არ დაძრას იგი, სანამ აღნიშნული ავტობუსი არ გააგრძელებს მოძრაობას
  3. გგამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე შეძლებს გაჩერებას✓ სწორი პასუხი

რატომ?

გაჩერებული ავტობუსიდან, რომელზეც ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“ არის დამაგრებული, ბავშვები შეიძლება გზაზე მოულოდნელად გამოვიდნენ. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინო: სიჩქარე ისეთი უნდა იყოს, რომ საფრთხე აიცილო და მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერდე.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვისას ან გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“, მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს ისეთი სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი