ბილეთი №596 · სამედიცინო დახმარება
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის თავის ტვინის შერყევის შემთხვევაში, მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:
- აზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში, ამასთან უნდა ამოვუდოთ ბალიში კისრისა და წელის არეში
- ბგვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში✓ სწორი პასუხი
რატომ?
თავის ტვინის შერყევისას დაშავებული გვერდზე უნდა დააწვინო და ისე გადაიყვანო უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. შერყევა ხშირად ღებინებას იწვევს, გვერდზე დაწოლილს კი ღებინება სასუნთქ გზებს არ დაუხშობს.
კანონის ტექსტი
თავის ტვინის შერყევის შემთხვევაში დაშავებული უნდა დავაწვინოთ გვერდზე და გადავიყვანოთ ასეთ მდგომარეობაში უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.