ავტოსკოლა

ბილეთი №595 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით

რომელი მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს სატვირთო ავტომობილის მძღოლს, თუ სატვირთო ავტომობილის ნებადართული მაქსიმალური მასა 9 ტონაა?

რომელი მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს სატვირთო ავტომობილის მძღოლს, თუ სატვირთო ავტომობილის ნებადართული…
  1. ამხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
  2. ბმხოლოდ მარჯვნივ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)✓ სწორი პასუხი
  3. გმხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)

რატომ?

დაფა „ნებადართული მაქსიმალური მასის შეზღუდვა“ ნიშანს მხოლოდ იმ მანქანაზე ავრცელებს, რომლის ნებადართული მასა დაფაზე მითითებულზე მეტია. 9 ტონიანი სატვირთოსთვის ზოგი აკრძალვა მოქმედებს, ზოგი არა, ამიტომ ამ სიტუაციაში ნებადართულია მხოლოდ მარჯვნივ, მარცხნივ და მობრუნება.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.18.2 და3.32 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი: - 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია” - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას; - 3.32 „სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც კანონმდებლობის თანახმად აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი საცნობი ნიშნით. ამავე დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები) 8.11 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი (დაფა) 8.11 „ნებადართული მაქსიმალური მასის შეზღუდვა” - მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემა¬ტება დაფაზე მითითებულს.

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით