ბილეთი №615 · მაფრთხილებელი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშანი, 8.1.1 (მანძილი ობიექტამდე) დაფის გარეშე სავალ ნაწილზე ხანმოკლე სამუშაოს ჩატარებისას, სამუშაოს ჩატარების ადგილიდან იდგმება:

- ა30 მეტრის მანძილზე
- ბ10-15 მეტრის მანძილზე✓ სწორი პასუხი
- გ50 მეტრის მანძილზე
რატომ?
ხანმოკლე სამუშაოს დროს ნიშანი „საგზაო სამუშაოები“ დაფის გარეშე სამუშაოს ადგილიდან 10–15 მ-ზე იდგმება. ასეთი სამუშაო მოკლევადიანია და გაფრთხილება ახლოს დგება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად 1.26 „საგზაო სამუშაოები” ნიშანი სავალ ნაწილზე ხანმოკლე სამუშაოს ჩატარებისას იდგმება სამუშაოს ჩატარების ადგილიდან 10−15 მეტრ მანძილზე, 8.1.1 დაფის გარეშე.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით