ბილეთი №614 · მაფრთხილებელი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში განმეორებით იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, არანაკლებ:

- ა150 მეტრის მანძილზე
- ბ100 მეტრის მანძილზე
- გ50 მეტრის მანძილზე✓ სწორი პასუხი
რატომ?
დაუსახლებელ პუნქტში განსაკუთრებით საშიშ ადგილებზე გამაფრთხილებელ ნიშნებს განმეორებით ადგამენ, რომ მძღოლმა საფრთხე არ გამოტოვოს. მეორე ნიშანი სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მ-ზე იდგმება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად 1.1 „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი”, 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი”, 1.10 „გასახსნელი ხიდი”, 1.11 „სანაპიროზე გასასვლელი”, 1.23 „ქვეითთა გადასასვლელი”, 1.24 „ბავშვები” და 1.26 „საგზაო სამუშაოები” ნიშნები მეორდება დაუსახლებელ პუნქტში, ხოლო 1.24 და 1.26 ნიშნები - დასახლებულ პუნქტშიც. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრის მანძილზე.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით