მაფრთხილებელი ნიშნები
ნიშანი 1.26 „საგზაო სამუშაოები“
რას ნიშნავს
წინ გზაზე მუშაობენ: შეიძლება დაგხვდეს ტექნიკა, ხალხი და შევიწროებული გზა, ამიტომ შეანელე. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი 150–300 მ-ით ადრე დგას, დასახლებულ პუნქტში — 50–100 მ-ით, და ორივეგან მეორდება არანაკლებ 50 მ-ით ადრე. ხანმოკლე სამუშაოს დროს კი სულ 10–15 მ-ით ადრე დგას.
სად იდგმება
- ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.
- ნიშანი მეორდება დასახლებულ და დაუსახლებელ პუნქტებში, სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე.
- ნიშანი სავალ ნაწილზე ხანმოკლე სამუშაოს ჩატარებისას იდგმება სამუშაოს ჩატარების ადგილიდან 10−15 მეტრ მანძილზე, 8.1.1 დაფის გარეშე.
კანონის ტექსტი
გზის მონაკვეთი, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები მიმდინარეობს.