ბილეთი №627 · საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი
მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს სახიფათო მოსახვევებით?

- აI
- ბII✓ სწორი პასუხი
- გIII
- დIV
რატომ?
ნიშანი „სახიფათო მოსახვევები“ აღნიშნავს გზის მონაკვეთს ზედიზედ სახიფათო მოსახვევებით. მისი ორი ვარიანტი გიჩვენებს, პირველი მოსახვევი მარჯვნივაა თუ მარცხნივ.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.13.1 და 1.13.2 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.13.1, 1.13.2 „სახიფათო მოსახვევები” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს სახიფათო მოსახვევებით: 1.13.1 – პირველი მოსახვევით მარჯვნივ, 1.13.2 – პირველი მოსახვევით მარცხნივ.