ბილეთი №643 · საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელიც გადის პირუტყვის (საქონლის) სადგომთან, ფერმებთან ან/და პირუტყვის (საქონლის) მუდმივი გადარეკვის ადგილთან, სადაც მოსალოდნელია მათი სავალ ნაწილზე გამოჩენა?

- აI
- ბII✓ სწორი პასუხი
- გIII
- დIV
რატომ?
ნიშანი „პირუტყვის გადარეკვა“ აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელიც პირუტყვის სადგომთან, ფერმასთან ან პირუტყვის მუდმივი გადარეკვის ადგილთან გადის. აქ პირუტყვი სავალ ნაწილზე შეიძლება გამოჩნდეს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.27 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.27 „პირუტყვის გადარეკვა” - გზის მონაკვეთი, რომელიც გადის პირუტყვის (საქონლის) სადგომთან, ფერმასთან ან/და პირუტყვის (საქონლის) მუდმივი გადარეკვის ადგილთან, სადაც მოსალოდნელია მისი სავალ ნაწილზე გამოჩენა.