ბილეთი №635 · მაფრთხილებელი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება ორივე მხრიდან?

- აI
- ბII
- გIII✓ სწორი პასუხი
- დIV
რატომ?
ნიშანი „გზის შევიწროება“ სამგვარია: გზა შეიძლება ვიწროვდებოდეს ორივე მხრიდან, მარჯვნიდან ან მარცხნიდან. ორივე მხრიდან შევიწროებაზე გზის ორივე კიდე ერთმანეთს უახლოვდება, ამიტომ ადგილი ორივე მხარეს მცირდება და წინასწარ უნდა შეანელო.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.21.1-1.21.3 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.21.1–1.21.3 „გზის შევიწროება” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება. 1.21.1 - ორივე მხრიდან; 1.21.2 - მარჯვნიდან; 1.21.3 - მარცხნიდან.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით