ბილეთი №639 · მაფრთხილებელი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აფრთხილებს საგზაო ნიშნით (5.19.1 ან 5.19.2) ან/და საგზაო მონიშვნით (1.14.1-1.14.3) აღნიშნულ ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე?

- აI
- ბII✓ სწორი პასუხი
- გIII
- დIV
რატომ?
ნიშანი „ქვეითთა გადასასვლელი“ მხოლოდ წინასწარ გაფრთხილებს: თვითონ გადასასვლელი სხვა ნიშნით ან/და მონიშვნით არის აღნიშნული. ქვეითი დაუცველია, ამიტომ შეანელე და დროულად მოემზადე გაჩერებისთვის.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.23 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.23 „ქვეითთა გადასასვლელი” - იძლევა გაფრთხილებას 5.19.1 და 5.19.2 ნიშნებით ან/და 1.14.1–1.14.3 მონიშვნებით აღნიშნულ ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით