ბილეთი №636 · მაფრთხილებელი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება მარჯვენა მხრიდან?

- აI✓ სწორი პასუხი
- ბII
- გIII
- დIV
რატომ?
„გზის შევიწროების“ სამი სახე იმით განსხვავდება, საიდან ვიწროვდება სავალი ნაწილი: ორივე მხრიდან, მარჯვნიდან თუ მარცხნიდან. მარჯვნიდან შევიწროებისას ადგილი მარჯვენა მხარეს მცირდება, ამიტომ დროულად შეანელე.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.21.1-1.21.3 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.21.1–1.21.3 „გზის შევიწროება” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება. 1.21.1 - ორივე მხრიდან; 1.21.2 - მარჯვნიდან; 1.21.3 - მარცხნიდან.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით