ბილეთი №648 · საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გვირაბს, რომელშიც არ არსებობს ხელოვნური განათება ან რომლის შესასვლელი პორტალის ხილვადობა, ადგილის რელიეფის გამო, 150 მ-ზე ნაკლებია?

- აI
- ბII✓ სწორი პასუხი
- გIII
- დIV
რატომ?
ნიშანი „გვირაბი“ აღნიშნავს გვირაბს, რომელშიც ხელოვნური განათება არ არის ან რომლის შესასვლელი პორტალი რელიეფის გამო 150 მ-ზე ნაკლებ მანძილზე ჩანს. ასეთ გვირაბში თვალი სიბნელეს ნელა ეჩვევა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.32 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.32 „გვირაბი” - აღნიშნავს გვირაბს, რომელშიც არ არსებობს ხელოვნური განათება ან რომლის შესასვლელი პორტალის ხილვადობა, ადგილის რელიეფის გამო, 150 მ-ზე ნაკლებია.