ავტოსკოლა

ბილეთი №662 · პრიორიტეტის ნიშნები

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი უკრძალავს მძღოლს „სდექ“ ხაზის წინ გაუჩერებალად მოძრაობის გაგრძელებას?

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი უკრძალავს მძღოლს „სდექ“ ხაზის წინ გაუჩერებალად მოძრაობის გაგრძელებას?
  1. აI
  2. ბII
  3. გIII
  4. დIV✓ სწორი პასუხი

რატომ?

ნიშანი „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“ იქ დგას, სადაც გადამკვეთ გზაზე მოძრავი ტრანსპორტი კარგად არ ჩანს. ამიტომ ჯერ უნდა გაჩერდე „სდექ“ ხაზთან, ხოლო თუ ხაზი არაა — გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან, და მერე გზა დაუთმო გადამკვეთ გზაზე მოძრავს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.4 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.4 „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია”- უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას „სდექ“ ხაზის წინ გაუჩერებალად, ხოლო თუ ის არ არის – გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ხოლო 8. 13 დაფის არსებობისას – მთავარ გზაზე მოძრავ მძღოლს. ნიშანი იდგმება, თუ არაა უზრუნველყოფილი გადამკვეთ გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა ხილვადობა, ის აგრეთვე შეიძლება დაიდგას რკინიგზის გადასასვლელის ან საკარანტინო საგუშაგოს წინ (ამ შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ” ხაზის წინ, ხოლო თუ ის არ არის – ნიშნის წინ).

უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: პრიორიტეტის ნიშნები