ბილეთი №663 · პრიორიტეტის ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშანი:

- აკრძალავს ყველა სატრანსპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით
- ბკრძალავს ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
- გუკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას გაუჩერებალად, აგრეთვე ავალდებულებს მას გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს✓ სწორი პასუხი
რატომ?
ეს ნიშანი „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“ არის: ჯერ უნდა გაჩერდე, მერე კი გადამკვეთ გზაზე მოძრავებს გზა უნდა დაუთმო. შესვლას ის არ კრძალავს: გაჩერების შემდეგ, თუ გადამკვეთ გზაზე არავინაა, მოძრაობას აგრძელებ.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.4 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.4 „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია”- უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას „სდექ“ ხაზის წინ გაუჩერებალად, ხოლო თუ ის არ არის – გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ხოლო 8. 13 დაფის არსებობისას – მთავარ გზაზე მოძრავ მძღოლს. ნიშანი იდგმება, თუ არაა უზრუნველყოფილი გადამკვეთ გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა ხილვადობა, ის აგრეთვე შეიძლება დაიდგას რკინიგზის გადასასვლელის ან საკარანტინო საგუშაგოს წინ (ამ შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ” ხაზის წინ, ხოლო თუ ის არ არის – ნიშნის წინ).
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით