ბილეთი №665 · პრიორიტეტის ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშანი:

- ააღნიშნავს გზის მონაკვეთის დასაწყისს, სადაც ერთ ან რამდენიმე ზოლზე მოძრაობის მიმართულება შეიძლება შეიცვალოს საპირისპიროდ
- ბმიუთითებს გზას, რომელზედაც ტრანსპორტით მოძრაობა ერთი მიმართულებით ხორციელდება
- გუკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას✓ სწორი პასუხი
რატომ?
ეს ნიშანი „შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა“ არის. სახელშივეა პასუხი: უპირატესობა შემხვედრს აქვს, ამიტომ ვიწრო მონაკვეთზე შესვლა გეკრძალება, თუ ამით მისი გავლა გაუძნელდება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.5 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.5 „შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა”- უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს შემხვედრ სატრან¬სპორტო საშუალებას, რომელიც მოპირდაპირე მისასვლელთან ან გზის ვიწრო მონაკვეთზე იმყოფება.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით