ბილეთი №654 · პრიორიტეტის ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშანი:

- ააღნიშნავს გზას, რომელზედაც მოძრავ მძღოლს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა✓ სწორი პასუხი
- ბკრძალავს სახიფათო ტვირთის გადამზიდი ავტომობილების მოძრაობას
- გაღნიშნავს გზას, რომელზედაც მოძრავი მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას
რატომ?
ეს ნიშანი „მთავარი გზა“ არის: ის გზის დათმობას კი არა, უპირატესობას გაძლევს. არარეგულირებულ გზაჯვარედინზე გადამკვეთი გზიდან მოსულმა უნდა დაგითმოს გზა, თუმცა გზაჯვარედინთან მაინც დააკვირდი, ვინ მოდის.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.1 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.1 „მთავარი გზა” - გზა, რომელზე მოძრავ მძღოლსაც ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში და მეორდება უშუალოდ ყოველი გზაჯვარედინის წინ. 2.1 ნიშანი 8.13 დაფით დასახლებულ პუნქტში იდგმება გზაჯვარედინის წინ, რომელზედაც მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, დაუსახლებელ პუნქტში − წინასწარ გზაჯვარედინამდე 150−300 მეტრ მანძილზე და გზაჯვარედინის წინ.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით