ბილეთი №692 · სასწავლო სვლა
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობების მოძრაობას, რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე მითითებულს?

- აI
- ბII✓ სწორი პასუხი
- გIII
- დIV
რატომ?
ნიშანი „მასის შეზღუდვა“ კრძალავს იმ მანქანის ან შემადგენლობის მოძრაობას, რომლის საერთო ფაქტობრივი მასა ნიშანზე მითითებულზე მეტია. ზღვარი ტონებშია დაწერილი.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.11 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.11 „მასის შეზღუდვა” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.