ბილეთი №700 · სასწავლო სვლა
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა გაბარიტული სიგრძე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს?

- აI
- ბII
- გIII
- დIV✓ სწორი პასუხი
რატომ?
ნიშანი „სიგრძის შეზღუდვა“ კრძალავს იმ მანქანის ან შემადგენლობის მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგრძე ნიშანზე მითითებულზე მეტია, ტვირთიანად ან უტვირთოდ.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.15 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.15 „სიგრძის შეზღუდვა” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრა¬ობას, რომელთა გაბარიტული სიგრძე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.