ბილეთი №705 · სასწავლო სვლა
მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:

- ამსუბუქი ავტომობილების მოძრაობას 70 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით
- ბსატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე ნაკლები დისტანციით✓ სწორი პასუხი
- გერთ რიგში მსუბუქი ავტომობილების მოძრაობას
რატომ?
ნიშანი „მინიმალური დისტანციის შეზღუდვა“ კრძალავს წინ მიმავალ მანქანამდე ნიშანზე მითითებულზე ნაკლები დისტანციით მოძრაობას. ახლოს მიყოლა დამუხრუჭებისას დაჯახების საფრთხეს ქმნის.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.16 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.16 „მინიმალური დისტანციის შეზღუდვა” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულ მანძილზე ნაკლები დისტანციით.