ავტოსკოლა

ბილეთი №793 · ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს იმ დასახლებული პუნქტის დასაწყისს, სადაც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობის წესრიგის დამდგენი წესების მოთხოვნები?

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს იმ დასახლებული პუნქტის დასაწყისს, სადაც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში…
  1. ამხოლოდ I და III
  2. ბმხოლოდ II და III
  3. გმხოლოდ I და II✓ სწორი პასუხი

რატომ?

ნიშნები „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ აღნიშნავს, რომ აქედან დასახლებულ პუნქტებში მოძრაობის წესები მოქმედებს. ერთი ვარიანტი ჩვეულებრივ დასახლებულ პუნქტს ეხება, მეორე — განაშენიანებულ მონაკვეთს, რომელიც ცალკე დასახლებაში არ შედის, მაგალითად სააგარაკო დაბას.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.23.1 და 5.23.2 პუნქტების თანახმად, საგზაო ნიშნები: - 5.23.1 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ - მიუთითებს იმ დასახლებული პუნქტის დასაწყისს, რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. - 5.23.2 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ - მიუთითებს განაშენიანებული გზის მონაკვეთის დასაწყისს, რომელიც არ შედის რომელიმე დასახლებულ პუნქტში და რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები (სააგარაკო დაბები, ცალკე მდგომი დაწესებულებები და ა. შ.).

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა